რონალდინიოს ახალი სამსახური აქვს  

ფეხბურთის შემდეგ ტურიზმი 

 

ფეხბურთის შემდეგ ტურიზმი - რონალდინიო ახალ საქმეში ჩაერთო. ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი ბრაზილიური ტურიზმის ელჩად იმუშავებს. 


"ტურიზმი როგორც სამუშაო ადგილების აღდგენის, ისე ქვეყნის სახელის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა",-თქვა ბრაზილიის ნაკრების, მილანის, პსჟ-ს და ბარსელონას ლეგენდარულმა თავდამსხმელმა. 


ამავე დროს, 40 წლის ვეტერანს პასპორტიც კი არ აქვს. ეს უმნიშვნელოვანესი საბუთი მას და მის ძმას შარშან ჩამოართვეს, როცა მათ ბუნების დაცულ ტერიტორიაზე აკრძალული თევზის საწყობი კანონის დარღვევით ააშენეს და გარემოს სერიოზული ზიანი მიაყენეს. ოქროს ბურთის მფლობელ ფეხბურთელს ამის გამო 8.5 მილიონის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა და ქვეყნის დატოვება აეკრძალა.


მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა შარშან ზამთარში დაასრულა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.