პრემიერლიგის საუკეთესო ექვსეული 

ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?

 

პრემიერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების 6 ნომინანტი დასახელდა. 


თვის საუკეთესოს წოდებისთვის მანჩესტერ სიტის სამი ფეხბურთელი: სერხიო აგუერო (6 გოლი, 1 საგოლე პასი), კევინ დე ბრუინი (1 გოლი, 5 საგოლე პასი) და რაჰიმ სტერლინგი (5 გოლი) იბრძოლებენ. მათ გარდა ექვსეულში ლივერპულის თავდამსხმელი რობერტო ფირმინო (2 გოლი, 2 საგოლე პასი) და პრემიერლიგაში დაბრუნებული ნორვიჩის გოლეადორი ტიმუ პიუკი (5 გოლი, 1 საგოლე პასი) იბრძოლებენ. 


საუკეთესოს დასახელებისთვის ხმას ჯერ ოცივე გუნდის კაპიტანი მისცემს, 9 სექტემბრიდან კი საქმეში ქომაგები ჩაერთვებიან. 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.