საშემოდგომო

ფილიპინებმა კიდევ ერთი შეხვედრა წააგეს და ანდრაი ბლატჩმა კიდევ ერთი ორმაგი დუბლი გააკეთა. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. XVII-XXXII ადგილებისთვის. N ჯგუფი

ანგოლა - ირანი  62:71(17:19, 12:9, 16:20, 17:23)

ანგოლა: მორაიში (17), ხოაკიმი (10), ანტონიო (10).  

ირანი: ჰახბახრამი (21), აარონი (11+7 მოხსნა).

 

მსოფლიოს ჩემპიონატი. XVII-XXXII ადგილებისთვის. M ჯგუფი

ნიგერია - კოტ დ’ივუარი  83:66 (24:18, 13:17, 26:11, 20:20)

ნიგერია: ვინსენტი (15), უდო (13+5 მოხსნა), ამინუ (13+7 მოხსნა+4 პასი), უზო (10), ოკოიე (10).

კოტ დ’ივუარი: ტომფსონი  (19+9 მოხსნა), კონე (12), დიაბატე (10).

 

მსოფლიოს ჩემპიონატი. XVII-XXXII ადგილებისთვის. M ჯგუფი

ჩინეთი - კორეა 77:73 (19:18, 16:14, 19:20, 23:21)

ჩინეთი: გუო (16), ჭაო (16), ჟუ (13).

კორეა: რა (21+12 მოხსნა+4 ჩაჭრა+3 პასი), კიმი (14), ჩოი (12), ლი (12).  

 

მსოფლიოს ჩემპიონატი. XVII-XXXII ადგილებისთვის. N ჯგუფი

ტუნისი - ფილიპინები 86:67 (27:10, 19:14, 21:15, 19:28)

ტუნისი: აბადა (16), როლი (13+4 პასი), მეჯრი (12+12 მოხსნა), ბენ რომდანე (10+10 მოხსნა), ჰადიდანე (10).

ფილიპინები: ბლატჩი (24+11 მოხსნა+2 ჩაჭრა).

 

რთულია დეტალურად იმ თამაშების გარჩევა, სადაც გუნდები უმოტივაციოდ, უცეცხლოდ თამაშობენ. ჩინეთი სულ მცირე, მეორე ეტაპისთვის ემზადებოდა და ოფსაიდშია. ნიგერიას ჯგუფში რუსეთის ჩატოვება უნდოდა და ვერ გადაჯოკრა. ტკივილით დაასრულა პირველი ეტაპი ტუნისმაც, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა და ვერ გაქაჩა. დანარჩენები იღებენ იმას, რასაც რეალურად იმსახურებენ. დანარჩენებისთვის ჩემპიონატი ჩვეულებრივად გრძელდება. თითქოს, პირველი ეტაპიც არ ყოფილა. თითქოს, ეს მირაჟი და მთავარი გარჩევები ამ მძიმე შეხვედრებით იწყება. ალბათ, ოდნავ გულნატკენია ირანიც, რომელმაც ბოლო წუთებზე ვერ გააჩერა ესპანეთი. მოგების შანსი იყო. და, საკმაოდ რეალური.

ფილიპინებმა კიდევ ერთი შეხვედრა წააგეს და ანდრაი ბლატჩმა კიდევ ერთი ორმაგი დუბლი გააკეთა. ბლატჩი მონსტრია, მაგრამ მხოლოდ საკუთარ სტატისტიკაზე ზრუნავს და რეალურად, სხვას, მეტს ვერც გაქაჩავს. ანდრაი უკვე ასაკშია და რაც შეუძლია, ეს არის. ფილიპინებიც კმაყოფილები არიან, რომ სხვების იმპოტენციის ფონზე, ისინი ითვლებიან ძლიერ გუნდად და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს. ეს დიდი პატივია.

ალბათ, ერთ-ერთი გუნდი მოუმატებს და მგონია, რომ ქვედა ეშელონის ფავორიტი მაინც ჩინეთი იქნება. ირანშიც კარგი ბიჭები არიან და თუ ჰადადი მოინდომებს, ნაკრები აქ ყველას მოუგებს. ან, თითქმის ყველას.

გულნატკენების ეტაპი მძიმე თემაა. აქ ყველას საშემოდგომო აქვს გამოყოლილი. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.