ძველი ბიჭები

და არგენტინა უკვე მეოთხედფინალშია. ლოგიკურად. გუნდს ოდნავ გაუმართლა მეტოქეებით, მაგრამ გუნდი იგებს და ცუდ კალათბურთს არ თამაშობს. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. I  ჯგუფი

არგენტინა - ვენესუელა  87:67 (17:12, 21:13, 25:22, 24:20)

არგენტინა: დეკი (25), სკოლა (15+6 მოხსნა), კამპაცო (12+9 პასი), გარინო (10).

ვენესუელა: კარერა (19), ბეთელმი (11), გილანტი (10), ვარგასი (10+5 პასი+4 მოხსნა).

ვარსკვლავი: ლუის სკოლა.

 

არგენტინა მხოლოდ ერთხელ იყო მსოფლიოს ჩემპიონატის პოდიუმზე. როდესაც ემანუელ ჯინობილიმ მძიმე ტრავმა მიიღო, ფინალში იუგოსლავიასთან ვერ ითამაშა და არგენტინამ მაინც ბოლომდე იომა და ახლოს იყო მოგებასთან. ის მეორე ადგილი რჩება არგენტინის ოსკარად, მეცხრე სიმფონიად, სერჟანტ პეპერის კლუბად. ის არგენტინა იყო გენიალური გუნდი, რომელმაც მოგვიანებით ოლიმპიადა მოიგო. შემდეგ სამ მსოფლიოზე არგენტინა იყო მეოთხე, მეხუთე და მეთერთმეტე. რეგრესი. და იმ არგენტინიდან ნაკრებში დღემდე დგას მოხუცი ლუის სკოლა. რომელიც ამ ჩემპიონატზეც არგენტინის ლიდერია.

ვენესუელასთან სკოლაზე მეტი ქულა გაბრიელ დეკმა აიღო, მაგრამ სკოლა მაინც საუკეთესო იყო. მიდი და 39 წლის ასაკში გაუძელი ამ დატვირთვებს და შეინარჩუნე ამ დონეზე სათამაშოდ აუცილებელი მოტივაცია. სკოლას ეს აქვს და სკოლას ეს ყოველთვის ექნება. ის პატრიოტი პროფესიონალია. სკოლა არგენტინის გულია.

და არგენტინა უკვე მეოთხედფინალშია. ლოგიკურად. გუნდს ოდნავ გაუმართლა მეტოქეებით, მაგრამ გუნდი იგებს და ცუდ კალათბურთს არ თამაშობს. ხანდახან, არგენტინა ზედმეტად არის დამოკიდებული პერიმეტრზე, მაგრამ ესეც ნორმალურია. სკოლა სამწამიანში ყოველთვის ვერ ჭიდაობს და ხანდახან, გარეთ ამოსვლაც საჭიროა.

მომგებმა მოიგო. ძველი ბიჭები ახალგარზდებს ისევ ბურას უშლიან.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.