სამუელ ეტოომ კარიერა დაასრულა

38 წლის თავდამსხმელმა საფეხბურთო მოედანი დატოვა

 

ლეგენდარულმა კამერუნელმა თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ კარიერა დაასრულა. 38 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ თავის Instagram-ზე დაწერა. 


"დასასრული. ახალი გამოწვევა. მადლობა ყველას სიყვარულისა და ადრენალინისთვის",-დაწერა ეტოომ.

 

კარიერის განმავლობაში ეტოომ არაერთ კლუბში, მათ შორის მადრიდის რეალში, ბარსელონაში, ინტერსა და ჩელსიში ითამაშა. სამუელს მრავალი ტიტული მოუგია, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონობა. 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.