ჰარდ როკი

პატი გაიზარდა და როგორც კი დაბრუნდება სან ანტონიოში, გახდება ის, ვინც ყოველთვის არის გრეგ პოპოვიჩთან - მეორე ხუთეულის დამჯერი ჯარისკაცი.

მსოფლიოს ჩემპიონატი. L ჯგუფი

ავსტრალია - დომინიკელთა რესპუბლიკა  82:76 (24:19, 16:19, 17:14, 25:24)

ავსტრალია: მილსი (19+9 პასი+4 მოხსნა+2 ჩაჭრა), გულდინგი (15), ლენდეილი (13), ბეინსი (10+5 მოხსნა).

დომინიკელთა რესპუბლიკა: ვარგასი (16+7 მოხსნა), ლიზი (14+4 მოხსნა+4 პასი), მენდოზა (12+5 მოხსნა), ბაეზი (1).

ვარსკვლავი: პატი მილსი.

 

ალბათ, ოდნავ დამღლელია, ავსტრალიის ყველა მიმოხილვის დროს იდენტურ მოთამაშეებზე აქცენტირება, მაგრამ ეს ჩემპიონატი პატი მილსის პერსონალური გამოფენაა და ავსტრალიელების ვარსკვლავი მატჩიდან მატჩამდე უმატებს. სადაც საჭიროა, მილსი აგდებს, დაცვაში მაგრად მუშაობს და დომინიკელთა მებრძოლ რესპუბლიკასთან იდეალური ფლეიმეიქერი გახდა. პატისთან ერთად იცვლებოდა ავსტრალია და მილსი ერთი-ერთზე პრობლემას უქმნის ნებისმიერ დამცველს. პატი გაიზარდა და როგორც კი დაბრუნდება სან ანტონიოში, გახდება ის, ვინც ყოველთვის არის გრეგ პოპოვიჩთან - მეორე ხუთეულის დამჯერი ჯარისკაცი. მილსი ნაკრებში იცვლება და სუპერმენივით ანგრევს ყველაფერს.

ზედიზედ მეორე თამაშში 2 ქულაზე მეტი ვერ აიღო ჯო ინგლესმა, მაგრამ ეს არც იყო საჭირო, ეს არც შეუმჩნევიათ. ინგლესი დაცვაში ბევრ პრობლემას აგვარებს და როდესაც მთლიანად ამ კომპონენტზეა აქცენტირებული, ავსტრალიის წინააღმდეგ პერიმეტრიდან ჩაგდება რთულია. ავსტრალია ისედაც ძალიან კარგია დაცვაში და მოტივირებული ინგლესი ამ დაცვას მეტ შხამს, მეტ აგრესიას, მეტ არტისტიზმს აძლევს

ავსტრალიის კალათბურთი არის ჰარდ როკი. თითქოს, თამაშის დაწყებასთან ერთად მილსი და ბიჭები იან გილანის ვოკალზე ზიან და ეს ვოკალი შემდეგ დინამიკებს ანგრევს.

მოაქვს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.