პაგანინი

ბრაზილიამ გააჩერა იანის ანტეტოკუმპო და ბრაზილიამ ვერ შეუქმნა პრობლემები ტომაშს.

მსოფლიოს ჩემპიონატი. K ჯგუფი

ბრაზილია - ჩეხეთი  71:93 (16:20, 16:25, 14:20, 25:28)

ბრაზილია: ბენიტე (12), მარსელინიო უერტასი (11+6 პასი), ბარბოსა (11).

ჩეხეთი: სატორანსკი (20+9 პასი+7 მოხსნა+3 ჩაჭრა+2 დაფარება), ბალვინი (15+11 მოხსნა+2 პასი), აუდა (14+4 მოხსნა), ბოჰაჩიკი (12).

ვარსკვლავი: ტომაშ სატორანსკი.

 

ტომაშ სატორანსკი ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირია. ჩეხეთი თითქმის არ აგებს, სატორანსკი გენიალურია შეტევაში, შეუცვლელია დაცვაში და ჩეხეთისთვის პაგანინია. ის გრძნობს თამაშის პულსირებას, ის აკონტროლებს მოწინააღმდეგეს და ის აბალანსებს ჩეხეთის დაცვას, სადაც მასთან ერთად ყველა მაქსიმალურად მონდომებული, აქცენტირებულია. სატორანსკი ლიდერია. სატორანსკიმ ისწავლა ტკივილის მიღება და გატარება. ჩეხეთს არ ეტყობა, რომ ტურნირზე ვესელის გარეშე ჩავიდნენ. მაგიური სატორანსკი აგვარებს.

ბრაზილიამ გააჩერა იანის ანტეტოკუმპო და ბრაზილიამ ვერ შეუქმნა პრობლემები ტომაშს. ის გარბოდა პირველ შეტევაში, ის პოზიციურად თითქმის უნაკლო იყო და სატორანსკიმ მეორე ტაიმის დასაწყისში ზედიზედ 5 ქულით ბრაზილიას მთელი მუღამი მოუკლა.

ტომაშის გარდა, სხვებმაც აკრიფეს.

ონჟეი ბალვინმა თამაშიდან 9/7 სროლა ზუსტად შეასრულა, იყო საიმედო დაცვაში და ბურთს იქ ხვდებოდა, საიდანაც ყველაზე კარგად შეუტევდა. ჩეხების ოდნავ მძიმე ცენტრმა რამდენიმე ელეგანტური პასიც გააკეთა. მოკლედ, იყო კარგი.

და, ბრაზილია ვერ გაიქცა. ბრაზილიამ ვერ გააჩერა ჩეხეთის პირველი შეტევა და ბრაზილიამ ახლოდან ვერ ჩააგდო (40/19).

ჩეხეთი მეოთხეფინალშია. ბრავო, დამსახურებულად.