ვილიანმა შესაძლოა ჩელსი დატოვოს

ბრაზილიელი ახალ გუნდს ეძებს

ჩელსის ბრაზილიელ ნახევარმცველს ვილიანს გუნდის დატოვება სურს. საქმე იმაშია, რომ იგი უკმაყოფილოა იმ სათამაშო დროით, რაც არისტოკრატებში ეძლევა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 31 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ 55 წუთი ითამაშა.

 

ვილიანი ჩელსიში 2013 წლის ზაფხულში ანჟიდან გადავიდა. იგი მალევე გუნდის ერთერთ ლიდერად იქცა და თითქმის ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყო. წინა სეზონში მარჯვენა ფლანგელმა 56 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

 

ცნობისთვის, სამხრეთ ამერიკელი გუნდის დატოვებასთან შარშან ზაფხულს ახლოს იყო. მისი გადაბირება მანჩესტერს და ბარსელონას სურდათ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.