162 მილიონი კრიშტიანუს

პორტუგალიელს ახალი კონტრაქტი გაუფორმეს

კრიშტიანუ რონალდუმ ნაიკთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, პორტუგალიელი კომპანიისგან 162 მილიონ ევროს მიიღებს. აქვე გეტყვით, რომ ყოველ ტიტულზე სპორტული ტანსაცმლის ფირმა გოლეადორს 4 მილიონს გადაუხდის.

 

ნაიკისა და რონალდუს თანამშრომლობა 2005 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებულად გრძელდება. რაც შეეხება მის ამჟამინდელ ფორმას, კრიშტიანუ სერია ა-ში ყველაზე სწრაფ ფორვარდად დაასახელეს. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა ორი შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.