ბართომეუ: ნეიმარის დაბრუნებას არ ვაპირებთ

ბარსელონას პრეზიდენტმა იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც ნეიმარი ბლაუგრანაში არ დაბრუნდა

ბარსელონას პრეზიდენტმა ხოსე მარია ბართომეუმ ნეიმარის შესახებ ისაუბრა. კატალონიელთა მფლობელმა განაცხადა, რომ ბრაზილიელი ფინანსური საკითხების გამო არ დაბრუნდა გუნდში.

 

„ზამთარში ნეიმარის შეძენას აღარ შევეცდებით. ჩვენ არ ვაპირებთ იმ ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც პსჟ-ს აქვს. გეტყვით იმასაც, რომ  პარიზელებისთვის ფეხბურთელები არასდროს შეგვითავაზებია. მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ნეიმარი დაგვებრუნებინა, თუმცა იგი კვლავ პსჟ-ს ფეხბურთელია.

 

ბარსელონა ერთადერთი გუნდია, რომელთანაც პსჟ მოლაპარაკებებს მართავდა. ჩვენ მართლაც გვსურდა ბრაზილიელის შეძენა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით ფინანსური საკითხების გამო ტრანსფერი არ შედგა,“-თქვა ბართომეუმ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.