ტომასონი: სტუმრად გვიჭირს, საქართველო კი შინ ძლიერი გუნდია 

დანიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია 

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდი დინამო არენაზე, დანიის ნაკრებს მიიღებს. ჩვენი მეტოქის მთავარი მწვრთნელის არ ყოფნის გამო, პრესკონფერენცია მისმა ასისტენტმა იონ დალ ტომასონმა ჩაატარა. 


"მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის. ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვება გვჭირდება, ამიტომ, მოტივაციის ნაკლებობა არ გვაქვს. მატჩი არ იქნება იოლი, სტუმრად თამაში უფრო რთულია, ვიდრე სახლში.


აქ დაბრუნებით მოხარული ვარ, 15 წლის წინ, მე თბილისში ვითამაშე და ეს ჩემთვის ძალიან წარმატებული შეხვედრა გამოდგა. აქ 2 გოლი გავიტანე და მოვიგეთ, იმედია ხვალაც მსგავს შედეგს გავიმეორებთ.


კოპენჰაგენში შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ, საჭირო დროს მომენტები გამოვიყენეთ და გავიმარჯვეთ. როცა შინ ვთამაშობთ, ძალიან ძლიერი გუნდი ვართ, თუმცა გასვლაზე გვიჭირს. ვიცით, რომ ჩვენი მეტოქის საკუთარ კედლებში დამარცხება ძალიან რთულია. მათ შვეიცარიას ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს. 


როგორც ყოფილი ფეხბურთელი წნეხის ქვეშ ყოფნას მიჩვეული ვარ. მართალია, მთავარი მწვრთნელი ჩვენთან ერთად არ იქნება, მაგრამ დაძაბულობას გადავაგორებთ და ჩვეულ სტილში ვითამაშებთ",-თქვა ჯონ დალ ტომასონმა.


ტომასონი 2015-16 წლებში არნემის ვიტესში მუშაობდა და  ქართველ ფეხბურთელებს ავარჯიშებდა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.