ზე ლანდია

იაპონიასთან ზელანდიამ 33/18 სამიანი ჩააგდო. არაჩვეულებრივი პროცენტი. 

ზე ლანდია

მსოფლიოს ჩემპიონატი. XVII-XXXII ადგილებისთვის. O ჯგუფი

ახალი ზელანდია - იაპონია  111:81 (29:29, 26:10, 27:22, 29:20)

ახალი ზელანდია: კორი უებსტერი (27+6 პასი+5 მოხსნა), ფოტუ (23+10 მოხსნა), ტაი უებსტერი (15+9 პასი), ლო (12+6 პასი), აბერკრომბი (10+4 პასი).

იაპონია: ფაზეკასი (31+9 მოხსნ+4 პასი), ტანაკა (10).

 

მსოფლიოს ჩემპიონატი. XVII-XXXII ადგილებისთვის. P ჯგუფი

კანადა - იორდანია  126:71 (31:13, 32:22, 36:15, 27:21)

კანადა: უილტჯერი (29), მორგანი (14), ეჯიმი (13), ჯოზეფი (11+8 პასი+5 მოხსნა), პანგოსი (10+4 პასი).

იორდანია: ტაკერი (13), ჰავასი (11).  

 

მსოფლიოს ჩემპიონატი. XVII-XXXII ადგილებისთვის. O ჯგუფი

თურქეთი - მონტენეგრო  79:74 (16:26, 16:11, 17:21, 30:16)

თურქეთი: ოსმანი (19+4 მოხსნა), მაჰმუთოღლუ (17), ბირშენი (15+8 მოხსნა).

მონტენეგრო: ვუჩევიჩი (20+7 მოხსნა+5 პასი+2 ჩაჭრა), ნიდჰემი (13+3 პასი+3 ჩაჭრა), დუბლიევიჩი (12+8 მოხსნა+2 პასი).

 

მსოფლიოს ჩემპიონატი. XVII-XXXII ადგილებისთვის. P ჯგუფი

გერმანია - სენეგალი 89:78 (14:11, 22:26, 30:23, 23:18)

გერმანია: შრიოდერი (24+12 პასი+6 მოხსნა), ვოიტმანი (14+9 მოხსნა+3 პასი+2 ჩაჭრა), ტაისი (14+5 მოხსნა), ბენზინგი (11).

სენეგალი: ფაიე (17+7 მოხსნა+2 პასი), ნდური (17+4 მოხსნა+4 პასი), ნდოიე (11), ტურე (10).

 

ახალი ზელანდია 9 წლის წინ, თურქეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვნახე. ათლეტური, ვარსკვლავური გუნდი, რომელმაც ჯგუფში საფრანგეთი აჭრა და საკმაოდ ბევრი გულშემატკივრის პატივისცემა დაიმსახურა. იმ ნაკრებში სოლირებდა კირკ პენი და ნაკრებში კარიერას ამთავრებდა პერო კამერონი. ის ნაკრები უკვე ისტორიაა და დღეს ზელანდიას ახალი გენერაციის აბორიგენები ჰყავს. რომლებიც ძალიან კარგად ისვრიან ბურთს, სწრაფად კომბინირებენ, მაგრამ არ თამაშობენ დაცვაში. სუსტ გუნდთან ეს ტაქტიკა გაჭრის და ოდნავ აზრზე მოსულ ოპონენტთან განწირული ხარ წასაგებად.

იაპონიასთან ზელანდიამ ლამაზი, სწრაფი კალათბურთით მოკლა თემა და იაპონიას არ ჰყავდა რუი ჰაჩიმურა. იაპონია მატჩის დაწყებამდე უშანსოდ იყო და იაპონიამ მხოლოდ ნიკ ფაზეკასი დატვირთა. სტატისტიკაზე გათვლილი შეხვედრა, რომელიც უკეთესმა გუნდმა უკეთ ჩაატარა. ზელანდიას აქვს ნიჭი, ზელანდიას აქვს შეტევა, ზელანდიას ჰყავს ორი არაჩვეულებრივი მოთამაშე (ძმები უებსტერები) და ზელანდიამ არ იცის დაცვაში თამაში. შესაბამისად, ზელანდია იღებს იმ შედეგს, რომელსაც იმსახურებს. და, ალბათ, ზელანდიამ ეს ყველაზე კარგად იცის და ზედმეტად არ განიცდის.

იაპონიასთან ზელანდიამ 33/18 სამიანი ჩააგდო. არაჩვეულებრივი პროცენტი.

იაპონიასთან ზელანდიამ მხოლოდ 11 შეცდომა დაუშვა. იაპონია მძიმე, დაღლილი იყო.

იაპონიასთან ზელანდიამ 27 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. იდეალური გუნდური კალათბურთი.

კარგმა გუნდმა მოიგო და ჰაჩიმურამ დაისვენა.