პროფესორი და იანისი

ბერძნების ლიდერმა და NBA-ს მოქმედმა MVP-მ ეფექტური ორმაგი დუბლი დადო, მაგრამ იანისს მხოლოდ 11 სროლა მისცეს. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. K  ჯგუფი

აშშ - საბერძნეთი  69:53 (19:17, 19:8, 16:12, 15:16)

აშშ: უოკერი (15+6 პასი+4 მოხსნა), მიტჩელი (10+5 მოხსნა+3 პასი), ბარნსი (9+7 მოხსნა), ტერნერი (8+7 მოხსნა).

საბერძნეთი: ანტეტოკუმპო (15+13 მოხსნა+2 ჩაჭრა), სლუკასი (13).

ვარსკვლავი: გრეგ პოპოვიჩი.

 

ამერიკის ნაკრებში ეჭვი ეპარებოდათ. ამერიკის ნაკრების არ სჯეროდათ. ამერიკის ნაკრებმა შეიძლება, ვერ მოიგოს ჩემპიონატი. ამ ეტაპზე, ამერიკაზე სოლიდურად გამოიყურება სერბეთი. მაგრამ ამერიკას აქვს ერთი პლიუსი. ამერიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არის გრეგ პოპოვიჩი. საბერძნეთი გრეგმა გადახაზა.

პოპოვიჩის გუნდს თურქეთთან გაუმართლა და ამერიკა უმატებს. მოტივირებული ფავორიტი საბერძნეთთან იყო პირანია, რომელმაც სისხლისგან დაცალა მონდომებული მოწინააღმდეგე და მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნა იანის ანტეტოკუმპოს.

ბერძნების ლიდერმა და NBA-ს მოქმედმა MVP-მ ეფექტური ორმაგი დუბლი დადო, მაგრამ იანისს მხოლოდ 11 სროლა მისცეს. და ამერიკამ გალახა მთელი დანარჩენი საბერძნეთი. პრესინგი მთელ მოედანზე, დაუნდობელი ინდივიდუალური და უფრო სადისტური გუნდური დაცვა. ეს იყო საუკეთესო დაცვა ამ ჩემპიონატზე და ამერიკამ დაიბრუნა ნდობა.

და, ამერიკამ დაიბრუნა პატივისცემა, შიში და რიდი.

და, ამერიკას ჰყავს გრეგი, რომელიც შემდეგი გამოცდისთვის ემზადება.

გეშინოდეთ, ეს ამერიკაც ამერიკაა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.