ნანდო!!!

ლიტვა დაბრუნდა. ლიტვას მოგება შეეძლო.

მსოფლიოს ჩემპიონატი. L  ჯგუფი

საფრანგეთი - ლიტვა   78:75 (26:14, 24:26, 15:14, 13:21)

საფრანგეთი: ფურნიე (24+3 პასი), დე კოლო (21+4 პასი+3 მოხსნა), ბატუმი (12+3 მოხსნა), გობერი (9+8 მოხსნა).

ლიტვა: ვალანჩუნასი (18+8 მოხსნა), კალნიეტისი (12+3 პასი), გრიგონისი (10), ლეკავიჩუსი (10).

ვარსკვლავი: ნანდო დე კოლო.

 

ცსკა-დან ფენერბახჩეში გადასული ნანდო დე კოლო ბევრმა დამარხა. ნანდომ ბოლო სეზონი ტრავმებით ჩაატარა. ნანდომ ბოლო სეზონში დაკარგა სისწრაფე. ნანდო არ იყო სტაბილური და რამდენიმე შეხვედრაში მწვრთნელს დაავიწყდა, რომ ფრანგი ბოლო მეოთხედში მოედანზე უნდა შეეშვა. დე კოლომ ეს მიიღო, ლიმიტირებულ დროში ცსკას მაქსიმუმი მისცა და ოთხთა ფინალებისთბის დაიბრუნა მკვლელის მაჯა, თვალი, გული. დე კოლომ რუსულ მანქანასთან ერთად კიდევ ერთხელ მოიგო ევროლიგა და თურქეთში გადავიდა. ცვლილება აუცილებელი იყო. ცვლილებით დე კოლომ ახალი გამოწვევა მიიღო. ნანდო მზად იქნება.

ლიტვასთან საფრანგეთმა გენიალურად დაიწყო. რუდი გობერის დაცვა ლიტვას ბოლომდე ართმევდა სამწამიანს და ლიტვამ დაკარგა თვითრწმენა. ლიტვა იყო პასიური. და საფრანგეთმა სოლიდური პირველი ნაბიჯი გადადგა. საფრანგეთმა მოკლა ლიტვა პირველ შეტევაში და საფრანგეთმა მოკლა ლიტვა პოზიციურად. ამ დომინირებაში დომინირებდნენ გობერის დაცვა და ევან ფურნიეს შეტევა. და, მოგვიანებით, თამაშში ნანდო დე კოლო ჩაერთო.

ლიტვა დაბრუნდა. ლიტვას მოგება შეეძლო.

... ძირითადის დასრულებამდე 30 წამით ადრე იონას ვალანჩუნასმა ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა და საფრანგეთს პლიუს 1 (76:75) დარჩა. 30 წამი დიდი დროა. რომელიც საფრანგეთმა იდეაში, ბოლომდე უნდა გამოიყენოს. ბურთი მიდის დე კოლოსთან. ნანდომ თითქოს, ოდნავ იჩქარა, აიწია, გაუშვა ბურთი და ჩააგდო! ლიტვამ დარჩენილ დროში ვერ გაათანაბრა.

დე კოლო იყო გმირი.

საფრანგეთის ჯოკერი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.