აკი ბაოში იწყება! - ტოჩინოშინის მეტოქე გაირკვა!

ქართველ მებრძოლს გვერდზე დგომა სჭირდება!

8 სექტემბერს იაპონიაში აკი (სექტემბრის) ბაშო იწყება. გოლიათები დოჰიოზე დადგებიან და იმპერატორის თასისთვის იბრძოლებენ. შერკინებები 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ტოჩინოშინს კი ოძეკის რანგის დასაცავად მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.

 

ლევან გორგაძე ოპტიმალურ ფორმაში არ არის, მას მუხლის ტრავმა აწუხებს, მაგრამ სუმო ტრავმებს არ ითვალისწინებს, ჩვენებურს კი ჩემპიონის რანგის დასაცავად კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსის) დაფიქსირება სჭირდება. საბედნიეროდ მისი პირველი დღის მეტოქე მონღოლი გოლიათი იჩინოჯოა, რომელსაც ქართველმა ბოლო 7 დაპირისპირება მოუგო. ტოჩინოშინისთვის მთავარია ტაჩიაის (თავდაპირველ შეჯახებას) გაუძლოს, მავაში (ქამარი) ხელში კარგად მოიგდოს და უპირატესობა მის მხარეს იქნება.

 

ქართველის მეორე დღის მეტოქე ნიჭიერი სუმოტორი ასანოიამაა. იაპონელი მებრძოლი სუმოს გულშემატკივარს ალბათ კარგად ახსოვს, სწორედ მასთან ორთაბრძოლაში მოპარეს ლევანს გამარჯვება, რითაც ოძეკის წოდებას განაღდება გადაუვადდა და საჩემპიონო მარათონს გამოეთიშა...

 

მეორე ქართველი, თეიმურაზ ჯუღელი რანგით მეორე დივიზიონში, ჯურიოში მეათე ნომერია. გაგამარუს რაც შეიძლება უკეთესი დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება, რათა მაკუუჩის (უმაღლეს დივიზიონს) მიუახლოვდეს. გაგას მეტოქე კიოტუკაისეი იქნება, რომელთანაც ჩვენებურს უარყოფითი ბალანსი 3:7-ზე აქვს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.