ჩინელები ბარსელონასაც მიადგნენ

ბარსელონას ფეხბურთელს ჩინეთის ჩემპიონატში იწვევენ. 

როგორც ესპანური გამოცემა Directv Sports-ი იუწყება, ბარსელონას შემტევმა, მალკომმა კარიერა შესაძლოა აზიაში გააგრძელოს. აღნიშნული გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა შემტევით ერთ-ერთი ჩინური გუნდია დაინტერესებული. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რომელ კლუბზეა საუბარი, თუმცა გეტყვით იმას, რომ აზიელები მალკომის გადაბირებას ზაფხულში აპირებენ.

 

ბრაზილიელი შემტევი ბლაუგრანამ აგვისტოში ბორდოდან 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. თავიდან სამხრეთ ამერიკელზე დიდი იმედები მყარდებოდა, თუმცა საკმაოდ მცირე სათამაშო დრო ეძლევა. მიმდინარე სეზონში მე-14 ნომერმა 9 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. 

 

აქვე გეტყვით, რომ მალკომით ინტერი, ტოტენჰემი და არსენალი არიან დაინტერესებულნი.