ხაბიბმა პორიე მესამე რაუნდში დაამარცხა! (+ვიდეო)

აბუ დაბიში დიდი შერკინება შედგა

UFC-ში, მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი დასტინ პორიეს დაუპირისპირდა. ეს შერკინება, ყველაფერთან ერთად, იმითაც საინტერესო იყო, რომ რუსი მებრძოლი ოქტაგონზე 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ არ გვინახავს, მაშინ ხაბიბმა მაკგრეგორის გუნდის წევრებთან ჩხუბი ატეხა, რის გამოც 9 თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და 380 000 ფუნტით დააჯარიმეს. 

ბრძოლის დაწყებამდე, ნურმაგომედოვმა პორიზე თქვა, ამერიკელი კარგი მებრძოლია, თუმცა ჩემი დონე არ არისო. მართალიც გამოდგა, ხაბიბი მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და  დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა . 30 წლის მებრძოლს UFC-ში უკვე 12 ორთაბრძოლა მოუგროვდა და აქედან ყველა მოიგო.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.