ლოპეტეგი რეალის ფეხბურთელებს დაეჩვია

ესპანელ სპეციალისტს ყოფილი შეგირდების გადაბირება სურს

ნაჩო ფერნანდესმა ზამთარში შესაძლოა რეალი დატოვოს და სევილიაში გადაბარგდეს. ცნობილია, რომ მადრიდელთა მცველის დამატება პირადად ხულიან ლოპეტეგის სურს, რომელმაც ანდალუსიელები ივნისში ჩაიბარა.

 

დაახლოებით ერთი წლის წინ, ლოპეტეგი რეალში მუშაობდა და შესაბამისად ნაჩოს შესაძლებლობები კარგად იცის. ფერნანდესი სამეფო გუნდის აღზრდილია. 29 წლის ფეხბურთელი ბლანკოსის პირველ გუნდში რეგულარულად 2013 წლის ზაფხულიდან გამოდის. წინა სეზონში ცენტრალურმა მცველმა 30 მატჩი ჩაატარა. აქვე გეტყვით, რომ ნაჩოთი რომაცაა დაინტერესებული.

 

რაც შეეხება სევილიას, ანდალუსიელებს 7 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე არიან. აქვე გეტყვით, რომ ლოპეტეგის რეალიდან მარიანო დიასის დამატებაც სურს.