ბრაზილია ახალი კაპიტნის მოლოდინშია

სელესაოს მალე ახალი კაპიტანი ეყოლება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი მალე კაზემირო გახდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ეს მხოლოდ დროის საკითხია და რეალის საყრდენი მალე გადაიბარებს დანი ალვეშისგან კაპიტნის სამკლაურს.

 

ტიტემ სელესაო 2016 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ ვერა და ვერ გადაწყვიტა თუ ვინ უნდა იყოს კაპიტანი. თავიდან ეს პატივი ნეიმარს ერგო, შემდეგ დანი ალვეშს. გამოცდილი მცველი 36 წლისაა და ნაკლებად სავარაუდოა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს.

 

რაც შეეხება კაზემიროს, ეროვნულ გუნდში იგი 2011 წლიდან თამაშობს. 27 წლის ფეხბურთელმა ბრაზილიის ნაკრებში 42 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.