სენსაცია - ჰაკუჰომ აკი ბაშო მარცხით დაიწყო (+ვიდეო)

სამაგიეროდ, წეროდრაკონმა იოკოძუნას კლასი აჩვენა...

ჰოკუტოფუჯი - ჰაკუჰო

 

ბოლოს ჰაკუჰო ბაშოს პირველსავე დღეს როდის დამარცხდა, ნამდვილად რთული გასახსენებელია. შესაძლოა თეთრ ფენიქსს ასაკი შეეტყო, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მონღოლ დიდ ჩემპიონს ჰოკუტოფუჯი ყოველთვის დიდ წინააღმდეგობას უწევდა. ჰაკუჰომ მოწინააღმდეგის მიძალებას ვერ გაუძლო და დოჰიოდან გადავარდა...

 

 

კაკურიუ - ენდო

 

აი, კაკურიუმ აჩვენა, იოკოძუნები მაეგაშირებს როგორ უნდა ამარცხებდნენ. წეროდრაკონმა ჭკვიანი ენდო  როგორც ტაქტიკაში, ასევე ფიზიკურ ძალაში და ტექნიკურ არსენალში დაჩაგრა. კაკურიუს პირველი ჰამარჯვება ჰატაკიკომის კიმარიტეთი დაფიქსირდა. 

 

 

აოიამა - გოეიდო

 

ტოჩინოშინის თანაკლუბელებს აკი ბაშოს პირველ დღეს იღბალი არ სწყალობთ. თავდაპირველად ტოჩიოძანი დამარცხდა, შემდეგ ლევან გორგაძე, ბოლოს კი, ოძეკი გოეიდომ აოიამასაც ოშიდაშის კიმარიტეთი მოუგო...

 

 

მიტაკეუმი - ასანოიამა

 

დიდ ინტერესს იწვევდა სეკივაკე მიტაკეუმისა და მეორე მაეგაშირა ასანოიამას შეხვედრაც. ბევრისთვის მოულოდნელად, ასანოიამამ მრისხანე მეტოქე ოშიდაშის კიმარიტეთი დაამარცხა...

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.