პიკე: ფერგიუსონი ჩემთვის მეორე მამასავით იყო

მისგან ყოველდღიურად ბევრს ვსწავლობდი

კატალონიის ბარსელონას მცველმა ხერარდ პიკემ ის პერიოდი გაიხსენა, როცა მანჩესტერში თამაშობდა. მან სერ ალექს ფერგიუსონისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა და თქვა, რომ შოტლანდიელი მისთვის მეორე მამასავით იყო.

 

„მანჩესტერში გადასვლა ჩემთვის ადვილი არ ყოფილა. 17 წლის ვიყავი როცა მეგობრები და ოჯახი დავტოვე. იქ გატარებული პერიოდი არასდროს დამავიწყდება. ნისლიან ალბიონზე ბევრი რამ ვისწავლე.

 

სერ ალექს ფერგიუსონი ჩემთვის მეორე მამასავით იყო, იგი მუდამ გვერდში მედგა. მისი ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულებით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. სერ ალექსისგან ყოველდღიურად ბევრს ვსწავლობდი. შოტლანდიელს რთულ სიტუაციაშიც კი შეეძლო საუკეთესო გამოსავლის პოვნა,“-თქვა პიკემ, რომელიც მანჩესტერის ღირსებას 2004-06 და 2007-08 წლებში იცავდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.