ბარსელონას ფეხბურთელი ტრავმირებული დაუბრუნდება

ბლაუგრანას ექიმებს საქმე არ ელევათ

საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე სამუელ უმტიტიმ ტრავმა მიიღო. სწორედ ამის გამო გამოტოვა. ბარსელონას ფეხბურთელმა ალბანეთის წინააღმდეგ მატჩი. 25 წლის უკანახაზელს მარჯვენა ფეხზე ტერფი აქვს დაზიანებული.

 

აღსანიშნავია, რომ ბლაუგრანას საკმაოდ ჰყავს დაშავებულები. ესპანელთა ლაზარეთში ლეო მესი, ლუის სუარესი, უსმან დემბელე და ხუან ფირპო არიან. ამ მომენტისთვის გუნდს 4 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა.

 

უმტიტი ბარსელონაში 2016 წლის ზაფხულში ლიონიდან გადავიდა. მისი გადაბირება შარშან მანჩესტერს და სიტის სურდათ, თუმცა როგორც ხედავთ ფრანგი კვლავ ესპანურ გრანდშია. წინა სეზონში მსოფლიო ჩემპიონმა ტრავმების გამო მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.