ისტორიაში საუკეთესო ნადალი

2019 წლის სეზონის დიდი სლემის 3 ფინალი და უიმბლდონის ნახევარფინალი...

ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალის შემდეგ, სადაც რაფა ნადალმა მატეო ბერეტინი დაამარცხა, 2019 წლის სეზონში ის დიდი სლემის მესამე ფინალს ითამაშებს. 33 წლის ჩოგბურთელმა, გარდა სამი ფინალისა, უიმბლდონის ნახევარფინალშიც გააღწია, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.

 

ასეთი წარმატებული სეზონი ესპანელს აქამდე დაფიქსირებული არასდროს ჰქონდა. საერთოდაც, ასეთი შედეგისთვის მის ასაკში არავის მიუღწევია.

 

8 სექტემბერს, 23:59 წუთზე ნადალი US OPEN-ის ფინალში დანილ მედვედევს დაუპირისპირდება. რა თქმა უნდა, ფავორიტი ესპანელია. რუსი ჩოგბურთელი შესანიშნავ ფორმაშია და ზედიზედ მეოთხე ტურნირის ფინალში ითამაშებს, თუმცა რაფას ზურგს კოლოსალური გამოცდილება უმაგრებს (დიდი სლემის 27 ფინალი და 18 გამარჯვება).

 

ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ, ისიც 28 დღის წინ, მონრეალის 1000-იანი მასტერსის ფინალში. მაშინ რაფამ დანილი კორტიდან ორ სეტში გააქრო (6:3; 6:0)

 

მედვედევს დღეს ღამით ძალიან გაუჭირდება, რაზეც კიდევ ერთი სტატისტიკა მოწმობს; ბოლო 65 დიდი სლემიდან, ფედერერმა, ნადალმა და ჯოკოვიჩმა 54 მოიგეს...

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.