სარიმ მანჩესტერის 3 ფეხბურთელს დაადგა თვალი

მანჩესტერიდან იუვენტუსში? იტალიელებს ბრიტანელთა 3 მოთამაშე სურთ

სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა და იუვენტუსის მესვეურები მომდევნო ზაფხულის ტრანსფერებზე ფიქრობენ. იტალიური პრესის ცნობით, ბიანკონერის თავკაცს მაურიციო სარის მანჩესტერიდან სამი ფეხბურთელის გადაბირება სურს. გამოცდილი სპეციალისტი დავიდ დე ხეათი, ნემანია მატიჩით და ერიკ ბაილითაა დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანს მანჩესტერთან კონტრაქტი შემდეგ ზაფხულს ამოეწურებათ.

 

დე ხეას ირგვლივ დიდი ამბებია ატეხილი. მისი დამატება რეალს სურდა, თუმცა ბლანკოსმა საბოლოოდ ტიბო კურტუა შეიძინა. ახლა ყველაზე მეტად პსჟ აქტიურობს. ბოლო დროს გუნდის დატოვებაზე ნემანია მატიჩიც ალაპარაკდა, რადგან ამ სეზონში საკმაოდ მცირე სათამაშო დრო ეძლევა. რაც შეეხება ბაილის, მანჩესტერიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებაც არაერთხელ დაიწერა.

 

სათქმელია, რომ იუვე ბოლო დროს ტრანსფერების მხრივ ძალიან აქტიურობს. შარშან ზაფხულს გუნდმა ემრე ჩანი და კრიშტიანუ რონალდუ დაიმატა, წელს კი მატიას დე ლიხტი და დანილო. ამ მომენტისთვის იუვეს სერია ა-ში 6 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მომდევნო ტურში ბებერი ქალბატონი ფიორენტინას ესტუმრება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.