მიდი, კუთხეში დადექი!

ამ ჩემპიონატზე ჯერ არ უთამაშიათ კამპაცოს და ლაპროვიტოლას. ისინი მეოთხედფინალიდან შეუბერავენ. მანამდე - ერთობიან.

მსოფლიოს ჩემპიონატი. I ჯგუფი

პოლონეთი - არგენტინა 65:91 (14:20, 13:22, 14:28, 24:21)

პოლონეთი: სლოტერი (16+ 3პასი), გრუჟეცკი (11).

არგენტინა: სკოლა (21+6 მოხსნა+3 პასი+3 ჩაჭრა), დელია (12+5 მოხსნა), ბრუსინო (10).

ვარსკვლავი: ლუის სკოლა.

 

არგენტინა ელეგანტური და მრავალფეროვანი იყო. პოლონეთი პირველად შეხვდა ამ ტურნირზე მედლებისთვის მებრძოლ გუნდს და მიიღო ლოგიკური შედეგი. მებრძოლი, მაგრამ ოდნავ ერთფეროვანი პოლონეთი ფერად და ეფექტურ არგენტინასთან დაიშალა. პოლონეთი მოუგებს ულიდერო რუსეთს და ერთნაირი ტიპებით დაკომპლექტებულ ჩინეთს, სადაც მწვრთნელი ხანდახან მოთამაშეებს ვერ არჩევს. არგენტინა ოპონენტებს ვერ არჩევს - ყველასთან იდენტურად მოტივირებული და აზრზე მოსულია. არგენტინა ყველასთან იბრძვის და არგენტინა არ ტოვებს გასახელში მოტივაციას. არგენტინა არის ლუის სკოლა. ლიდერი ამ შეხვედრაშიც საოცარი იყო. ლუისმა მოიგო და მისთვის ეს მატჩიც უკვე ისტორიაა. ლუისი ახალი ჩეხვისთვის ემზადება. როგორც მიკი რურკის მარვი ცოდვების ქალაქში. შავ-თეთრი შედევრი, სადაც ფერადი მხოლოდ სისხლი და ემოციაა.

სკოლამ 14 საშუალო სროლიდან 8 გამოიყენა. ძალიან კარგი პროცენტი.

სკოლამ არგენტინას უმაგრესი მარგი ქმედების კოეფიციენტი (+24) მისცა.

სკოლა ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეოთხე ნომერია.

სკოლა ამ ჩემპიონატის საუკეთესო და ყველაზე სანდო ლიდერია.

ამ ჩემპიონატზე ჯერ არ უთამაშიათ კამპაცოს და ლაპროვიტოლას. ისინი მეოთხედფინალიდან შეუბერავენ. მანამდე - ერთობიან.

პოლონეთი კი კუთხეში დააყენეს. მანამდე, ხელუკუღმა აარტყეს სილა, რომ პოლონეთი ბავშვობაში დაბრუნებულიყო.

არგენტინა ძალაა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.