კორიდა

ესპანეთმა ამ ტურნირზე საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და სერბეთმა მშვიდად უნდა გადახარშოს მომხდარი და არგენტინისთვის მოემზადოს.

მსოფლიოს ჩემპიონატი. J ჯგუფი

ესპანეთი - სერბეთი 81:69 (13:20, 32:17, 22:19, 14:13)

ესპანეთი: რუბიო (19+5 მოხსნა+4 პასი), კლავერი (14+7 მოხსნა+3 ჩაჭრა+2 დაფარება), გასოლი (11+6 მოხსნა+6 პასი).

სერბეთი: ბოგდანოვიჩი (26+10 მოხსნა+6 პასი).

ვარსკვლავი: მსაჯები და რიკი რუბიო.

 

ესპანეთმა გენიალური შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ნებისმიერ ესპანელზე, ნებისმიერ თავდახრილ სერბზე, ნიკოლა იოკიჩზე გამორჩეული პერსონაჟი იყო ამ მატჩის ყველა მსაჯი.

ბევრი შეცდომა. ძალიან ცუდი შეცდომები. და, ამ შეცდომებით სერბეთს მოხვდა. ესპანეთი ძალიან კარგი იყო, მაგრამ როგორც ლიტვა ავსტრალიასთან, აქ სერბეთი ზედმეტად კონტაქტური დაცვისგან დაიჩაგრა. იოკიჩს ურტყეს, იოკიჩი დაკაწრეს, იოკიჩი გააგდეს.

სერბეთიდან მხოლოდ ბოგდან ბოგდანოვიჩი იყო ღირსეული. მხოლოდ ის იბრძოდა ბოლომდე. დანარჩენები მორცხვად უხრიდნენ თავს ესპანეთს, რომელმაც ყველა კომპონენტში დაჭრა სერბეთი. და სერბეთი ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ითვლებოდა. შეიძლება, მაინც ითვლება. მაგრამ ესპანეთი მეოთხედფინალში შედარებით სუსტ პოლონეთს დაელაპარაკება და სერბეთი გაესაუბრება ლუის სკოლას. და არგენტინას. და - ან მოიგებს, ან - არა.

რიკი რუბიომ დაგლიჯა. ელეგანტური დრიბლინგი, საინტერესო და არასტანდარტული სვლები, კარგი პაუზები სამწამიანში და ტარების დროს. რიკი იყო პერფექციონისტი. რიკი ქმნიდა და რიკი დაცვაში იყო დაუნდობელი.

ესპანეთმა ამ ტურნირზე საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და სერბეთმა მშვიდად უნდა გადახარშოს მომხდარი და არგენტინისთვის მოემზადოს.

სერბეთს მეორე კორიდა ელოდება. და მატადორი ამჯერადაც სისხლს მოწყურებული სადისტი იქნება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.