საბას სამქულიანი

ქართველი შემტევის უმნიშვნელოვანესი გოლი რანდერსის რიგებში

დანიის სუპერლიგაში რანდერსმა, რომლის ღირსებასაც საბა ლობჟანიძე იცავს, ვენდსისელს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.

 

ქართველ შემტევს ამ სეზონში 19 მატჩი და 4 გოლი მოუგროვდა. რაც შეეხება მის რანდერსს, ჩვენებურის გუნდი 25 ქულით მე-7 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩს რანდერსი შინ, ვეილეს წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძე დანიაში 2017 წლის ზაფხულში, თბილისის დინამოდან გადავიდა. ამ დრომდე მან 54 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი