ბრძოლაში მოპოვებული ქულა!

საქართველოს ნაკრების ღირსეული თამაში

ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი შეხვედრა გამართა. ჩვენმა ფეხბურთელებმა დანიის ნაკრებს უმასპინძლეს. მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიელები ოპტიმალური შემადგენლობით იყვნენ, ჩვენ კი, უკვე ტრადიციულად, წამყვანი ფეხბურთელების დიდი ნაწილი გვაკლდა (ჩაკვეტაძე, კანკავა, კვეკვესკირი, კვირკველია, ხოჭოლავა) მეტოქეს თამამად დავუხვდით.

 

მატჩის პირველ ნახევარში დანია უპირატესობას ფლობდა, თუმცა იგრძნობოდა, რომ საქართველოს ნაკრები უბრალო სტატისტის როლში არ იყო - ქართველები ბურთის მიღებისთანავე შეტევაზე გადასვლას ცდილობდნენ. ყაზაიშვილი მთელი ტაიმის განმავლობაში დაუღლელად დარბოდა და მეტოქის მცველებს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა. დანიელთაგან გამოსარჩევი, რა თქმა უნდა, კრისტიან ერიკსენი იყო. მას მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე ვხედავდით და, როგორც ყოველთვის, ყველა სტანდარტს ის ასრულებდა. 31-ე წუთზე ბრაიტვაიტმა მარცხენა ფლანგზე დიდებულად ითამაშა, კაკაბაძე შესანიშნავად მოატყუა და ჩვენი გუნდს გადასარჩენად გიორგი ლორიას ოსტატობა დასჭირდა. სულ ეს იყო, პირველ ნახევარში სხვა რეალური სახიფათო მომენტი არ შექმნილა.

 

შეხვედრის მეორე ნახევარი იგივე სცენარით დაიწყო. დანიელებს ბურთი ეჭირათ, თუცა საგოლე მომენტებამდე საქმე ვერ მიჰყავდათ. საერთოდაც, პირველი გოლთან ჩვენი ფეხბურთელები უფრო ახლოს იყვნენ. 75-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილი საჯარიმოს გარედან ძალიან სახიფათოდ ურტყამდა, თუმცა ბურთი შმეიხელის კარს მცირე მანძილით ასცდა. დანიელებმა პასუხი მალევე დაგვიბრუნეს, 81-ე წუთზე, მოედანზე შემოსულმა გიტკიაერმა ბურთი ხარიხას გაარტყა. მეორე ტაიმის მეორე ნახევარში ქართველი ფეხბურთელები გააქტიურდნენ და ნახევარ-მომენტები მეტოქეზე მეტი თუ არა, ნაკლები ნამდვილად არ შეუქმნიათ. საბოლოოდ - 0:0.

 

ეს ფრე საქართველოს ნაკრებს ხელს არ აძლევს და ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს, თუმცა სატურნირო ცხრილში ამ შედეგმა დანიას საქმე ძალიან გაურთულა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.