ტომასონი: ფრე ლოგიკური შედეგია

საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, თუმცა ჯვაროსნებს დღეს ცოტა შანსი ჰქონდათ

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრებმა დანიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ მედიასთან დანიელთა მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა იოლ დან ტომასონმა ისაუბრა.

 

"რთული შეხვედრა გამოვიდა, ისე ვერ ვითმაშეთ როგორც გვინდოდა. დიდ წილად თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. საქართველოს ნაკრებს 1-2 კარგი მომენტი ჰქონდა. ვფიქრობ ფრე ლოგიკური შედეგია. 

 

გუშინ ავღნიშნე, რომ საქართველოს ნაკრები შინ ბევრად ძლიერია, ვიდრე გასვლაზე. ჩვენს დღევანდელ მეტოქეს კარგი ფეხბურთლები ჰყავს, თუმცა ვაისის გუნდს ცოტა შანსი ჰქონდა.

 

ჯვაროსნების თამაში ძირითდად კრეატიულ ფეხბურთლებზეა აგებული. აღსანიშნავია ვაკო ყაზაიშილი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო,"-თქვა ტომასონმა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.