გიორგი ლორია: დანიას თანაბრად ვეთამაშეთ, გამარჯვება შეგვეძლო

საქართველოს ნაკრების მეკარემ დანიასთან მატჩი შეაფასა


დანიის ნაკრებთან ფრედ - 0:0 დასრულებული შეხვედრა მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა გიორგი ლორიამ შეაფასა. ლორიამ მოედანზე მყოფ ქართველ ფეხბურთელებს შორის უმაღლესი შეფასება მიიღო და ეროვნული გუნდი რიგ მომენტებში გოლის გაშვებისგანაც იხსნა.

"კარგი თამაში გამოვიდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მოგება შეგვეძლო და რეალური საგოლე მომენტებიც გვქონდა.

ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, რომელსაც ჩემი აზრით ტოლი არაფერში დავუდეთ და თანაბრად ვეთამაშეთ. ბოლო პერიოდში ეს ჩვენს მიერ ჩატარებული ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო",-თქვა ლორიამ.

დანიის ნაკრებთან ფრის შედეგად, საქართველოს ჯგუფში უკვე 4 ქულა აქვს




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.