კიტეიშვილი: ასეთი მატჩები ერთა ლიგისთვის კარგ გამოცდილებას მოგვცემს

"ჩვენი მთავარი მიზანი ერთა ლიგის მოგებაა"

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფის მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრებმა დანიის ეროვნულ გუნდს დინამო არენაზე უმასპინძლა და უგოლო ფრე ეთამაშა.

ჩვენს გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო ოთრ კიტეიშვილი იყო, რომელმაც დღეს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში შეითავსა და დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა. გრაცის შტურმის ქართველმა შემტევმა სკანდინავიელებთან ფრედ დასრულებული შეხვედრა შეაფასა.

"დანიის ნაკრები ძალიან გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომლის მიზანიც თბილისში გამარჯვების მიღწევა იყო. ჩვენ შევძელით და მათ ეს მიზანი არ შევასრულებინეთ.

სასიამოვნოა, რომ არ დავმარცხდით და ასეთი დონის მეტოქეს ქულა ავართვით, თუმცა იმ მომენტების გათვალისწინებით, რომელიც შევქმენით, გამარჯვებაც შეგვეძლო.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ერთა ლიგის მოგებაა, ამ ამოცანის შესასრულებლად, მსგავსი ტიპის შეხვედრებში კარგი შედეგის დაფიქსირება მნიშვნელოვან გამოცდილებას მოგვცემს და ფსიქოლოგიურად უკეთ განგვაწყობს",-თქვა კიტეიშვილმა




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.