ოთარ კაკაბაძე: დანიური მატჩის შემდეგ, ეს ქულა სასიხარულოა

საქართველოს ნაკრების მცველის მატჩისშემდგომი კომენტარი

ევროშესარჩევში, დანიის ნაკრებთან ნათამაშები ფრეს (0:0) შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის განაპირა მცველმა ოთარ კაკაბაძემ მატჩი შეაფასა.

"ვთვლი, რომ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. რთულ მეტოქესთან ქულის მოპოვება სასიხარულოა, თანაც იმ შედეგის შემდეგ, რაც დანიაში ვაჩვენეთ.

რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, მაგალითად ეპიზოდი, როცა 11-მეტრიანის დანიშნვნა შეიძლებოდა და ამის გამეორება შეიძლება. ასევე, ბოლო წუთზე დანიშნული საჯარიმო დარტყმაც კარგი შანსი იყო.

სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როცა სრული შემადგენლობით ვერ ვთამაშობთ და წამყვანი მოთამაშეები ტრავმირებულები არიან. იმედია, გუნდის ბირთვი მწყობრში მალე ჩაგდება და შემდეგ შეხვედრებს მთავარი მიზნისთვის შესათამაშებლად გამოვიყენებთ, ეს მიზანი კი ერთა ლიგაზე გამარჯვებაა",-თქვა შვეიცარიული ლუცერნის მცველმა.

5 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და D ჯგუფში მეოთხე ადგილზეა




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.