გურამ კაშია: გამართულად ვითამაშეთ, პროგრესი გვაქვს

"ასეთი თამაშით ბელორუსიას დავამარცხებთ" 

დანიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში (0:0), საქართველოს ნაკრებს გურამ კაშიამ უკაპიტნა, რომელმაც კაპიტნის სამკლაური ჯაბა კანკავას არ ყოფნის გამო მოირგო.

მატჩის შემდეგ, სან ხოსეს ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბარში, მატჩი შეაფასა და გუნდის პროგრესს ხაზი გაუსვა.

"დღეს ტაქტიკურად ძალიან გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ, ყველა პოზიციაზე ფეხბურთელებმა თავისი მაქსიმუმი გააკეთეს და ბოლომდე დაიხარჯნენ, განსაკუთრებით წინა ხაზში.

მიმდინარე შესარჩევი არასტაბილურად დავიწყეთ და სწორედ დანიასთან სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში ბევრი შეცდომა დავუშვით, როგორც ტაქტიკურად ისე პოზიციურად. დღევანდელ მატჩში ეს შეცდომები გამოვასწორეთ და დისციპლინირებული, სწორი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ და პროგრესი გვაქვს.

თამაშს ფსიქოლოგიურად გამართულად და დალაგებულად შევხვდით. აგრესიულად ვითამაშეთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლეთ.

ჩვენი მთავარი მეტოქე ბელორუსიის ნაკრებია, რომელთანაც საკუთარი მოედნის უპირატესობა გვაქვს. თუ მათთნაც ასეთ თამაშს ვაჩვენებთ, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება",-თქვა 32 წლის ცენტრალურმა მცველმა




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.