კრისტიან ერიქსენი: წნეხის ქვეშ ვიყავი

დანიის ნაკრების და ტოტენჰემის შემტევი ქართველ მეტოქეებზე საუბრობს

თბილისში, დინამო არენაზე, საქართველოს ნაკრებთან, ევროშესარჩევის ეგიდით გამართულ მატჩში ქულების დაკარგვის შემდეგ (0:0) დანიელთა გამოკვეთილმა ლიდერმა კრისტიან ერიქსენმა შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ მისი სათამაშო მონაცემების გამო, ქართველი ფეხბურთელები მის განეიტრალებაზე მუშაობდნენ.

"ეს ძალიან დაძაბული მატჩი იყო, რომელშიც გამარჯვება არცერთ გუნდს დაუმსახურებია. ფრე ლოგიკური იყო.

რთული იყო რამე ღირებულის შექმნა, რადგან წნეხის ქვეშ ვიყავი. მე ვარ ისეთი ფეხბურთელი და ვთამაშობ ისეთ პოზიციაზე, რომ გოლის გატანა ან საგოლე პასის გაკეთება და თამაშის ბედის გადაწყვეტა შემიძლია, აქედან გამომდინარე მეტოქეები ჩემს შეჩერებას ცდილობდნენ და მაღალ პრესინგში მამყოფებდნენ.

იმედია, შემდეგში მოცემულ შანსებს გამოვიყენებთ და შესარჩევ ეტაპს წარმატებით დავასრულებთ, თორემ მერე საკუთარი თავისთვის არასასიამოვნო შეკითხვების დასმა მოგვიწევს",-თქვა ლონდონის ტოტენჰემის შემტევმა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.