ამერიკის ღია პირველობა ნადალისაა

რაფამ თავისი მაინც გაიტანა და ახალგაზრდა ჩოგბურთელს დაძაბულ ბრძოლაში მოუგო

ამერიკის ღია პირველობის ცენტრალურ კორტზე ფინალი დასრულდა. ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი რაფაელ ნადალი და 23 წლის დანილ მედვედევი დაუპირისპირდნენ.

 

ესპანელმა სპორტსმენმა შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყო და პირველი ორი სეტი მოიგო, თუმცა რუსმა შეხვედრა საბოლოოდ მეხუთე სეტამდე მიიყვანა, სადაც გამოცდილმა ნადალმა არაფერი დაუთმო მეტოქეს. გადამწყვეტ სეტში ნადალმა 6:4 დაამარცხა მეტოქე. რაფა მეცხრამეტედ გახდა დიდი სლემის გამარჯვებული. აღნიშნული შეხვედრა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა.