კავაი ლეონარდის და მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

მოგვიანებით, ვიდეო-კამერების საშუალებით შესაძლებელი გახდა კანონდამრღვევების ადგილმდებარეობის დადგენა.

კავაი ლეონარდის უფროს და - კიმეშა მონა უილიამსი თანამზრახველთან ერთად რივერსაიდ ქაუნთის შერიფმა დააკავა. მათ ბრალი ედებათ ძარცვაში და განზრახ მკვლელობაში.

უილიამსი და მისი მეგობარი ქენდეის ტაი თაუნსელი ერთ-ერთ კაზინოში აკვირდებოდნენ 84 წლის აფაფ ანის ასაადს, რომელმაც ბლექ ჯეკში დიდი თანხა მოიგო და როდესაც ქალბატონმა სალაროსთან თანხა გაანაღდა, უილიამსი მეგობართან ერთად მას აედევნა, ასაადს ყბა გაუტეხეს, ჩანთა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან უცნობი მიმართულებით გაუჩინარდნენ.

მოგვიანებით, ვიდეო-კამერების საშუალებით შესაძლებელი გახდა კანონდამრღვევების ადგილმდებარეობის დადგენა.

84 წლის ასაადი გატეხილი ყბით უახლოეს ჰოსპიტალში გადაიყავნეს, სადაც ქალბატონი გარდაიცვალა.

კიმეშა უილიამსმა აიყვანა ადვოკატი და ამ ეტაპზე წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება. გამომძიებელი დღე-დღეზე პირველი მოსმენის თარიღს იტყვის. კავაის კომენტარი უცნობია.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.