ტოჩინოშინი VS ასანოიამა - რევანში არ შედგა (+ვიდეო)

რევანში არა და არ შედგა.

აკი ბაშოს მეორე დღეს ტოჩინოშინი ასანოიამას დაუპირისპირდა. პირველ დღეს იჩინოჯოსთან მარცხის შემდეგ, ქართველს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, რადგან მას ყოველი შემდეგი ბრძოლა უფრო რთულ მეტოქეებთან მოუწევს, მისი მიზანი კი ოძეკის რანგი შენარჩუნებაა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - 8 გამარჯვება.

 

სუმოში ყველაფერი სურვილისამებრ არ ხდება. სამწუხაროდ, ლევანი ასანოიამასთან კიდევ ერთხელ დამარცდა და მასთან ურთიერთშეხვედრებში საერთო ანგარიშით 1:3 აგებს. ასანოიამამ ტოჩინოშინი დოჰიოს მიღმა, მარტივად, იორიკირის ილეთით გადაიყვანა.

 

მიუხედავად ტრავმისა, ქართველი 8 გამარჯვებისთვის თავგანწირულ ბრძოლას აგრძელებს და ჩვენი გვერდზე დგომა სჭირდება.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.