აკი ბაშო - დღე მეორე - კაკურიუ მეტოქეებს არ იმჩნევს (+ვიდეო)

დიდი დღე - დიდი შერკინებები...

აკი ბაშოს მეორე დღე მიილია და ჩვენც რიკიშების სპორტულ ფორმაზე გარკვეული შთაბეჭდილებები შეგვექმნა. ფავორიტები გამოიკვეთნენ, ჰაკუჰომ კი კიუჯო (ბაშოდან თავი მოიხსნა) გამოცხადა.

 

კაკურიუ - ჰოკუტოფუჯი

 

ჰოკუტოფუჯიმ სექტემბრის ტურნირის პირველ დღეს თავად ჰაკუჰო დაამარცხა და, ამასთან ერთად, ტრავმაც მიაყენა. კაკურიუმ კი პირიქით, ენდოს ძალიან მარტივად სძლია ყველას გვაჩვენა როგორ კონდიციაში იმყოფება. ამ ბრძოლას პასუხი კითხვაზე უნდა გაეცა, წეროდრაკონი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია თუ სასტარტო დღის გამარჯვება მოჩვენებითი იყო. 

 

ბრძოლის დეტალებით თავს არ შეგაწყენთ - კაკურიუმ მეტოქე უბრალოდ არ შეიმჩნია...

 

 

იჩინოჯო - გოეიდო

 

იჩინოჯომ გუშინ ნავსი გატეხა და ბოლო 8 ბროძლაში ტოჩინოშინი პირველად დაამარცხა. შესაძლოა ეს გამარჯვება მონღოლისთვის ამ ბაშოზე წარმატების საწინდარი ყოფილიყო. იგივე შეგვიძლია ოძეკი გოეიდოზეც ითქვას. იაპონელი ჩემპიონისგან ადამიანი ყველაფერს უნდა ელოდო, შეიძლება კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსი) იბრძოლოს ან ძენშო-იუშო (დაუმარცხებელი ჩემპიონობა) მოიპოვოს. გოეიდო ძალიან კარგი ტაქტიკოსი და ღირსეული ჩემპიონია, რაც იჩინოჯოსთან კიდევ ერთხელ დაამტკიცა და იორიკირის ილეთით მეორე გამარჯვება იზეიმა. 

 

 

აოიამა - ტაკაკეიშო

 

ლევანს ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად თუ 8 გამარჯვება სჭირდება, ტაკაკეიშო უფრო რთულ სიტუაციაშია - მან ამისთვის 10 ბრძოლა უნდა მოიგოს. იაპონელი სეკივაკე ბოძებულ შანსს შესანიშნავად იყენებს, დღეს მეორე გამარჯვება მოიპოვა, წინ კი ტრავმების მიზეზით ჰაკუჰო და ტაკაიასუ აღარ ელოდებიან... მისთვის კიდევ 8 გამარჯვება ძალიან რეალურია...

 

 

ტოჩინოშინი - ასანოიამა

 

ტოჩინოშინის როგორი ტრავმის პირობებში უწევს ასპარეზობა, ეს ყველასთვის ნათელია. ქართველი მებრძოლი დოჰიოზე მხოლოდ თავგანწირვის ხარჯზე დგას. 

 

ასანოიამას საქმე კი სულ სხვაგვარადაა. იაპონელმა რიკიშიმ პირველ ბრძოლაში თავად სეკივაკე მიტაკეუმი დაამარცხა, დღეს კი ოძეკი ტოჩინოშინიც ზედ მიაყოლა. ასანოიამას ჩემპიონობაც გვახსოვს, ამიტომ ის ფავორიტებს შორის ნამდვილად იმყოფება. მას ხვალ ბრძოლა ტაკაკეიშოსთან მოუწევს და ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა.

 





მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.