ირანელი ქალები

რატომ გადაიცვეს ქალებმა კაცების ტანისამოსი? 

გასულ ზაფხულს, ჰოლანდიელი კევინ იანსენი კამბუურიდან ირანულ სარიჯანის გოჰარში გადავიდა, რომელიც ირანის ჩემპიონატში (სპარსეთის ყურის პრო-ლიგა) თამაშობს. მე-2 ტურის მატჩში, საიპას წინააღმდეგ, იანსენი პირველად გამოჩნდა ირანული კლუბის შემადგენლობაში.

ქმრის დებიუტს მეუღლეც დაესწრო. ქალბატონი სტადიონზე თავსაფრით მიბრძანდა და ვიპ-ლოჟაში დაიკავა ადგილი. მაგრამ ცოტა ხანში მას ტრიბუნის დატოვება მოსთხოვეს და მეორე ტაიმს სტადიონზე არესებული ოფისის ფანჯრიდან უცქირა.

საქმე ის არის, რომ ირანში, იქაური ტრადიციების მიხედვით, ქალებს აკრძალული აქვთ სტადიონებზე სიარული. ეს წესი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ მოქმედებს. რელიგიური კონსერვატორები ამტკიცებენ, რომ ქალებს ეკრძალებათ დაქორწინებულ მამაკაცებთან ურთიერთობა, მათი ხილვა ტრუსებში და უწმაწური სიტყვების მოსმენა.

 

მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა. ადრე ირანში ქალებს კაცებთან თანაბარი უფლებები ჰქონდათ, მინი-კაბებითაც დაბრძანდებოდნენ და პოლიტიკურ საკითხებშიც კი მონაწილეობდნენ. მაგრამ 1979 წლიდან, მთავრობაში იმამ ხომეინის მისვლის შემდეგ, ყველაფერი შეიცავლა. ქალთა უფლებები მკვეთრად შეიზღუდა და ასე გრძელდებოდა დღემდე.

და რა ხდებოდა ამ წლების განმავლობაში, არღვევდნენ თუ არა ქალები კანონს? რა თქმა უნდა. ერთხელ ქალებმა კაცების ტანისამოსი გადაიცვეს, წვერ-ულვაში მიიწებეს და ასე შეაღწიეს სტადიონზე, საყვარელი გუნდის საქომაგოდ. იმ დღეს თეირანის პერსეპოლისი თამაშობდა და იქაურობა ქალების ყიჟინამ გააყრუა, თუმცა ყურადება ამისთვის არავის მიუქცევია. მათ მშვიდად დატოვეს სტადიონი.

2018 წლის მარტში, თეირანულ დერბიზე, ესტეგლალსა და პერსეპოლისს შორის, ტრიბუნებზე 35-მა ქალმა შეაღწია, რომლებიც მოგვიანებით დააპატიმრეს. მათ შორის, ირანის ქალთა სპორტული უფლებების დამცველი, ზაჰრა ხოშნავაზი და ცნობილი ფოტოჟურნალისტი ფორო ალაეიც. 

„ირანელმა ქალებმა ერთი წამიც არ უნდა გაატარონ ციხეში. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს ეს უცნაური წესი და ქალებს სტადიონებზე შესვლის უფლება დართოს,“ - თქვა Human Rights Watch-ის გლობალური ინიციატივების დირექტორმა მინკი უორდენმა.

შემდეგ, ირანის პოლიციამ განაცხადა, რომ ქალბატონებს საფრთხე არ ემუქრებათ და მალე მათ გაათავისუფლებენ.

 

იმ მატჩს ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოც ესწრებოდა. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, ირანის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს მიმართა, ქალები სტადიონზე შეეშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებით დაემუქრა. „შემპირდნენ, რომ მალე ირანში ქალებს სტადიონებზე დაუშვებენ,“ - უთხრა შემდეგ ინფანტიომ Sky Sports-ს.

შარშან, 39-წლიანი პაუზის შემდეგ, ირანში ქალებს პირველად მისცეს სტადიონზე შესვლის უფლება, ირანი - ბოლივიის ამხანაგურ მატჩზე. მანამდე კი ქალბატონებმა ირანი - ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატს მატჩს უცქირეს, თეირანის მთავარ სტადიონზე დამონტაჟებულ უშველებელ ტელევიზორში.  

თუმცა ამ ფაქტს დღესაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს ქვეყანაში.

წლეულს ივლისში კი მთავრობამ საბოლოოდ დართო ნება ქალებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს დაესწრონ. ირანის სპორტის მინისტრის მოადგილემ, ჯამშიდ ტაგიზადემ, განაცხადა, რომ ქალებს შეეძლებათ 10 ოქტომბერს, თეირანში, აზადის სტადიონზე,  ირან - კამბოჯის შესარჩევ მატჩს დაეწრონ. 

მაგრამ გაუგებარია, რატომ არ აძლევენ ნებას ვიპ-ლოჟიდან უცხოლემა ქალბატონებმა თამაშს უცქირონ. მეტიც, ადგილობრივი ფეხბურთელების ცოლებსაც აკრძალული აქვთ ვიპ-ლოჟაში ყოფნა.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.