სერხიო რამოსმა რეკორდი გაიმეორა 

ესპანეთის ნაკრების კაპიტანი იკერ კასილასს დაეწია 

 

მადრიდის რეალის და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო რამოსმა რეკორდი გაიმეორა. 


ცენტრალურმა მცველმა ფურია როხაში 167-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ყოფილ თანაგუნდელ, ლეგენდარულ იკერ კასილასთან ერთად პირველ ადგილზე გადავიდა. 


ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში, ფარერების კუნძულებთან (1:0) მოგებულ მატჩში რამოსმა 83 წუთი ითამაშა. 


შემდეგ მატჩს ევროშესარჩევში ესპანეთის ნაკრები 12 ოქტომბერს, ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს, 33 წლის ფეხბურთელს კი, რომელიც ნაკრების ბომბარდირთა ათეულშიც შევიდა, ერთპიროვნული რეკორდსმენობის შესაძლებლობა ექნება.


ესპანეთის ნაკრებს ევროშესარჩევში 6-დან 6 მოგება და იტალიასთან ერთად ყველაზე მეტი - 18 ქულა აქვს.