როდის დაბრუნდებიან მესი და სუარესი?

მალე ბარსელონას ახალი შემტევი ტრიო შეიკვრება 

 

ლა ლიგის საწყის სამ ტურში ბარსელონა შეტევაში ანტუან გრიზმანის იმედად იყო, თუმცა ახლა კატალონიელების თავდასხმის მთავარი რესურსი მხოლოდ ფრანგი ფეხბურთელი არ იქნება. 


Mundo Deportivo წერს, რომ ბლაუგრანას ლიდერები ლიონელ მესი და ლუის სუარესი გუნდს უკვე ესპანეთის ჩემპიონატის შემდეგ ტურში, ვალენსიასთან მატჩში დაუბრუნდებიან. 


ბარსას კაპიტანს ამ სეზონში ოფიციალურ მატჩში არ უთამაშია, ურუგვაელი კი ბილბაოს ატლეტიკთან (0:1) პირველ ტურში დაშავდა. 


ცნობილია ისიც, რომ უსმან დემბელემ მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო და ერნესტო ვალვერდეს რამდენიმე წუთით მისი გამოყენების შესაძლებლობაც ექნება. 


ბარსელონამ სამი მატჩის შემდეგ 4 ქულა მოაგროვა და მერვე ადგილი უკავია. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.