კრიშტიანუ, შენთან ფოტო შეიძლება? (VIDEO)

მატიჩმა რონალდუს ფოტოს გადაღება სთხოვა 

 

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, სერბეთმა პორტუგალია მიიღო და 2:4 დამარცხდა. 


შეხვედრაში სრულად ითამაშეს მანჩესტერ იუნაიტედის და ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელებმა, შესაბამისად ნემანია მატჩმა და კრიშტიანუ რონალდუმ.


შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტადიონის შერეულ ზონაში წითელი ეშმაკების ნახევარმცველი 5 ოქროს ბურთის მფლობელ თავდამსხმელს თავის ვაჟებთან ერთად ელოდებოდა. როცა სტადიონიდან გამოსასვლელ კართან პორტუგალიელი ვარსკვლავი გამოჩნდა, მასთან მატიჩი მივიდა და შვილებთან ერთად ფოტოს გადაღება სთხოვა. 

 


კრიშტიანუმ სერბეთს მესამე ბურთი შეუგდო და სანაკრებო დონეზე უკვე 89-ე გოლი გაიტანა. 


5 ქულით პორტუგალია მეორე, ხოლო სერბეთი ოთხით მე-4 ადგილზეა.

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.