შეიძლებოდა, მესის და პიკეს არსენალში ეთამაშათ 

ვენგერმა 16 წლის წინანდელი ამბავი გაიხსენა 

 

ლონდონის არსენალის ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გაიხსენა, რომ მეთოფეებს წარსულში ლიონელ მესის და ჟერარდ პიკეს შეძენა შეეძლოთ. 


"2003 წელს, როცა ფაბრეგასი დავიმატეთ, მესისაც დავუკავშირდით. იმ დროს ბარსელონასთან აქტიურად ვთანამშრომლობდით. 


მაშინ, ახალგაზრდა ფეხბურთელების დახმარებით ძლიერი გუნდი შევკარით, მაგრამ პიკე და მესი რომ გვყოლოდა, მათი ნიჭის დამხარებით უფრო მეტს მივაღწევდით. საბოლოოდ, პიკე ინგლისში მაინც გადმოვიდა, თუმცა ლეო ბარსელონაში დარჩა და დღეს არგენტინელი ხელშეუხებელი ფეხბურთელია",-თქვა 69 წლის სპეციალისტმა. 


ფრანგი შარშან ზაფხულში ლონდონური კლუბის დატოვების შემდეგ უმუშევარია. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.