პუკი შესანიშნავ ფორმაშია - ფინელის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი კარიერაში

ბოლო 9 მატჩში 10 გოლი 

29 წლის ფინელი თავდამსხმელი ტიმუ პუკი შესანიშნავ ფორმაშია და კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. 

ინგლისის ჩემპიონშიფის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირს პრემიერლიგის ოთხ ტურში უკვე 5 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს და მხოლოდ სერხიო აგუეროს ჩამორჩება. 

პუკი გოლებით საერთაშორისო დონეზეც გამოირჩევა. ფინეთის ნაკრების მაისურით მან იტალიის ეროვნულ გუნდს ევროშესარჩევის მატჩში (1:2) გაუტანა - 72-ე წუთზე პუკიმ პენალტი გაიტანა. 

პუკის სანაკრებო და საკლუბო დონეზე ბოლო 9 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი (5 ნორვიჩი, 5 ფინეთი). 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.