ბონუჩიმ დელ პიეროს შედეგი გაიმეორა 

იუვენტუსის და იტალიის ნაკრების მცველი ათეულში შევიდა 

 

ლეონარდო ბონუჩი იტალიის ნაკრების ისტორიაში შედის. 


ტურინის იუვენტუსის ცენტრალურმა მცველმა სკუადრა აძურას მაისურით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ფინეთის წინააღმდეგ სრულად ითამაშა და ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით ათეულში შევიდა. 


32 წლის მცველს ნაკრებში უკვე 91 მატჩი და 7 გატანილი გოლი მოუგროვდა. 


ბონუჩიზე წინ შემდეგი ფეხბურთელები არიან: 


9. იაკინტო ფაკეტი 94

 

8. ჯანლუკა ძამბროტა 98 

 

7. ჯორჯო კიელინი 103

 

6. დინო ძოფი 112

 

5. ანდრეა პირლო 116

 

4. დანიელე დე როსი 117

 

3. პაოლო მალდინი 126

 

2. ფაბიო კანავარო 136

 

1. ჯანლუიჯი ბუფონი 176  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.