სიტიმ მილიარდს გადააჭარბა

გვარდიოლას გუნდი პირველობას არც ამ კომპონენტში თმობს

უცხოურმა სააგენტო CIES-მა კვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც მსოფლიოს გამორჩეული გუნდების მიერ ტრანსფერებში დახარჯული თანხები დაადგინა. კვლევის თანახმად ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა მანჩესტერ სიტის ჰყავს. გვარდიოლას გუნდს ამჟამინდელი კოლექტივის შესაკრებად 1014 მილიონი ევრო დასჭირდა. აქვე უნდა ითქვას, რომ სიტი ერთადერთი გუნდია, რომელმაც ამ მაჩვენებლით მილიარდზე მეტი დახარჯა. მეორე ადგილზე 913 მილიონის დანახარჯით პსჟ გახლავთ, სამეულს კი 902 მილიონით მადრიდის რეალი ასრულებს. 

 

ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

 

სიტი - 1014 მილიონი 

 

პსჟ - 913 მილიონი

 

რეალი - 902 მილიონი

 

მანჩესტერი - 751 მილიონი

 

იუვენტუსი - 719 მილიონი

 

ბარსელონა - 697 მილიონი

 

ლივერპული - 639 მილიონი 

 

ჩელსი - 561 მილიონი 

 

ატლეტიკო - 550 მილიონი 

 

არსენალი - 498 მილიონი




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.