რაულის პირველი მარცხი

ესპანელმა კასტილიას მწვრთნელის რანგში პირველად წააგო  

 

მიმდინარე წლის ივნისში ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რაულ გონსალეს ბლანკომ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო.


42 წლის ესპანელმა რეალის მეორე გუნდი, კასტილია ჩაიბარა, რომელიც სეგუნდა B-ში გამოდის. 


ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში რაულის გუნდმა პირველი მატჩი მოიგო, მეორე ფრედ დაასრულა და ოთხი ქულა დააგროვა, მესამე შეხვედრაში კი დამარცხდა. 


პენია დეპორტინთან ორი უპასუხო გოლის გაშვება რაულისთვის კასტილიას მწვრთნელის რანგში პირველი მარცხი იყო.