ბასტონი: კონტე მწვრთნელების მესია

ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი მთავარი მწვრთნელით აღფრთოვანებულია 

 

ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო ბასტონი, მილანის ინტერის წევრია, თუმცა მთავარ გუნდში ადგილს ვერ იმკვიდრებს და ბოლო სეზონები განათხოვრებით, ხან ატალანტაში და ხანაც პარმაში აქვს გატარებული. 20 წლის ცენტრალური მცველი ნერაძურიმ ამ ზაფხულში დაიბრუნა და მისი იჯარის წესით გაშვებას აღარ აპირებს. 


როგორც ჩანს, ბასტონი ანტონიო კონტეს გეგმებში შედის, ვინაიდან ფეხბურთელი იტალიელი სპეციალისტით აღფრთოვანებულია. 


"ყველა, ვისაც კონტესთან შეხება ჰქონია, შეძლებს დაადასტუროს თუ რამდენად დიდი მწვრთნელია ანტონიო. ის მწვრთნელების მესია. 


გუნდის ამჟამინდელი სათამაშო ფორმა და იმ ფეხბურთელების სათამაშო კლასი, რომელიც კონტემ აქ მოიყვანა იმაზე მეტყველებს, რომ ინტერი ბოლო წლებში არსებულ წარუმატებლობას დაძლევს და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს",-თქვა ბასტონიმ




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.