დეპაი იტალიას უახლოვდება

დიდი ალბათობით მემფისი მალე იტალიურ გრანდში გადაბარგდება

ლიონის ხელმძღვანელებმა მემფის დეპაის კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს, თუმცა ჰოლანდიელისგან უარი მიიღეს. ფეხბურთელმა გუნდის მესვეურებს აცნობა, რომ კლუბის დატოვება სურს და ზაფხულში სავარაუდოდ ახალ გუნდში გადავა. აქვე გეტყვით, რომ 25 წლის ფეხბურთელს ფრანგებთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

 

ბოლო ცნობების მიხედვით, მისდამი ინტერესი მილანმა განაახლა. როსონერის დეპაის გადაბირება ამ ზაფხულსაც სურდა, თუმცა როგორც ხედავთ ტრანსფერი არ შედგა. ცნობილია, რომ იტალიურ გრანდში თამაში თავად ფეხბურთელსაც სურს. 

 

დეპაი ლიონში 2017 წლის ზამთარში მანჩესტერიდან გადავიდა და უმალ გუნდის ლიდერად იქცა. ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში განაპირა შემტევმა 4 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.