ჟირუ ჩელსის დატოვებაზე ალაპარაკდა

ფრანგი ფორვარდი ახალი გამოწვევისთვის ემზადება

ოლივიე ჟირუმ შესაძლოა ჩელსი დატოვოს. ბრიტანული პრესის ცნობით, ფრანგ ფორვარდს MLS-ში ეპატიჟებიან. ცნობილია, რომ ამერიკაში გადაბარგებაზე თავად ფეხბურთელიც ფიქრობს.

 

"ამერიკა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ახალი გამოწვევა იქნებოდა. ჩემმა შვილებმა ინგლისური კარგად იციან და რატომაც არა. ერთ შვენიერ დღეს შესაძლოა სწორედ MLS-ში გადავიდე სათამაშოდ. წინასწარ არავინ იცის რა მოხდება,"-თქვა არისტოკრატთა ფორვარდმა. 

 

ჟირუ ჩელსიში შარშან იანვარში ლონდონის არსენალიდან გადავიდა. წინა სეზონში ოლივიემ 45 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.